ტორპედოდან - სამგურალში: აშვეთია ფრუიძესთან იმუშავებს
Aa
Aa

ტორპედოდან - სამგურალში: აშვეთია ფრუიძესთან იმუშავებს

„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მიხეილ აშვეთია იმუშავებს - ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა „სამგურალმა“ სოციალურ ქსელით გაავრცელა:

„წყალტუბოს „სამგურალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გამოცდილი სპეციალისტი, მიხეილ აშვეთია დაინიშნა. აშვეთია ბოლოს ქუთაისის „ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

მიხეილ აშვეთიასთვის „სამგურალი“ უცხო კლუბი არ არის. ის წარმოშობით წყალტუბოს რაიონიდან გახლავთ და საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპზე „სამგურალში" თამაშობდა (1994-1995 წწ). სხვათა შორის, მაშინ წყალტუბოურ კლუბს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე წვრთნიდა“,-ნათქვამია განცხადებაში.

გასული, 18 ტურის შემდეგ „სამგურალი" სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

მომდევნო მატჩს წყალტუბოს გუნდი 23 ივნისს, „დინამო" თბილისის წინააღმდეგ, სტუმრად, დინამო არენაზე გამართავს. მატჩი 19:30 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები