არგენტინელთა მორიგი გამარჯვება - მესიმ რეკორდი გაიმეორა
Aa
Aa

არგენტინელთა მორიგი გამარჯვება - მესიმ რეკორდი გაიმეორა

კოპა ამერიკაზე მე-3 ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. თავისი მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა. ლიონელ სკალონის გუნდმა პარაგვაის 1:0 სძლია და 7 ქულა მოაგროვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე ანხელ დი მარიას ჩინებული პასის შემდეგ ალეხანდრო „პაპუ“ გომესმა გაიტანა.

„ალბისელესტე“ ჯგუფის მოგების შემთხვევაში მეოთხედფინალში B ჯგუფის მე-4 ადგილოსანს დაუპირისპირდება, რომლის ვინაობაც ჯერ დადგენილი არ არის.

მესიმ ორი მცველი გააბითურა

პარაგვაის წინააღმდეგ არ უნდა ეთამაშა ლეო მესის, რომლის შესახებაც იწერებოდა, რომ სკალონი მას დასვენების საშუალებას მისცემდა, თუმცა „ლა პულგა“ ძირითადში იყო და ხავიერ მაშერანოს რეკორდი გაიმეორა.

მესის ანგარიშზე ეროვნული ნაკრების რიგებში უკვე 147 ოფიციალური მატჩია.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკას ბრაზილია მასპინძლობს და ფინალი 10 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები