ძიუბა:
Aa
Aa

ძიუბა: "ევროპელები თამაშით კაიფობენ, ჩვენ სუსტი ფსიქოლოგია გვაქვს"

რუსეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა უღიმღამოდ დაასრულა და სახლშიც დამსახურებულად გაემგზავრნენ.

სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდმა დანიასთან უშანსოდ 1:4 წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

მატჩის შემდეგ, რუსი ფეხბურთელები აღელვებულები იყვნენ და პრესასთან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდნენ. არტიომ ძიუბამ ჟურნალისტებთან პირდაპირ და მორიდების გარეშე ისაუბრა:

ასეთ დონეზე არ შეიძლება მსგავს შეცდომებს უშვებდე, ეს თვითმკვლელობაა. ჩვენ ძალიან სუსტი ფსიქოლოგია გვაქვს. ზეწოლის ქვეშ თამაში არ ვიცით.

ასეთი ატმოსფერო შესანიშნავია, ყველაფერი გამოდის. ამ დროს ჩვენ კანკალს ვიწყებთ და პანიკაში ვვარდებით.

დავმარცხდით - ეს ფეხბურთია. ევროპელებს აქვთ მენტალიტეტი, ისინი თამაშით "კაიფობენ". თამაშობენ, იბრძვიან. ჩვენ კი ფეხი გვიცდება და ვეცემით, ჩვენ თავად ვაკეთებთ ამას. სხვაობაც სწორედ ამაშია.

მინდა აღვნიშნო, რომ საოცარი ატმოსფეროა - ეს არის ის გზა, რომლისკენაც უნდა ვიაროთ.

ჩვენ უკანალზე თავგადასავლები გვიყვარს. გეტყვით, რომ დღეს ჩავისვარეთ“.

შეგახსენებთ, რომ დანიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაკივა და მერვედფინალში უელსს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები