ეტოო მესისა და აგუეროზე: „სეზონში 60 გოლს გაიტანენ, მესი ღმერთია“
Aa
Aa

ეტოო მესისა და აგუეროზე: „სეზონში 60 გოლს გაიტანენ, მესი ღმერთია“

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტოომ ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული კამერუნელი დარწმუნებულია, რომ არგენტინელთა დუეტი „კამპ ნოუზე“ წარმატებას მიაღწევს და „ბლაუგრანას“ მეტოქეებს მათი შეჩერება გაუჭირდებათ.

„მესისგან და აგუეროსგან ყოველ სეზონში 60 გოლს ვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ უფალი მათ ახალი ტრავმებისგან დაიფარავს. მესი თვით ბარსელონაა და იგი სხვა გუნდის მაისურით უბრალოდ არ წარმომიდგენია.

მახსოვს, ლეოს ერთხელ ვუთხარი, რომ მის მიერ გატანილი გოლები მას უნიკალურს ხდის. მესი ღმერთია. ის ყოველთვის მისმენდა, არაფერს ამბობდა და ჩემს ყველა რჩევას პრაქტიკაში იყენებდა. უამრავჯერ მნდომებია ტელევიზორში აღმოვჩენილიყავი და მის მიერ გატანილი გოლები მასთან ერთად აღმენიშნა, რადგან მისი გოლები ულამაზესი გახლდათ“.

შეგახსენებთ, რომ სამუელ ეტოო „ბარსელონას“ რიგებში 2004-დან 2009 წლამდე თამაშობდა. კამერუნელმა თავდამსხმელმა „ბლაუგრანას“ მაისურით 199 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 130 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები