''წინადადებების განხილვისთვის მზად ვარ'' - ძალამიძემ მძიმე ტრავმა მოიშუშა
Aa
Aa

''წინადადებების განხილვისთვის მზად ვარ'' - ძალამიძემ მძიმე ტრავმა მოიშუშა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური ''იაგიელონიას'' ექს-ფეხბურთელმა ნიკა ძალამიძემ ტრავმა მოიშუშა და კარიერის განახლებისთვის მზადაა.

29 წლის გარემარბს ჯვარედინი მყესები გაუწყდა, შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდა. აღნიშნული სახის ტრავმა გრძელვადიან სარეაბილიტაციო კურსს საჭიროებს. ამ მძიმე დაზიანების გამო ნიკა ძალამიძეს დაახლოებით წელიწადნახევარი გაუცდა.

მოთამაშემ CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა: ''თავს კარგად ვგრძნობ, ტრავმა ბოლომდე მოვიშუშე. კარიერის განახლების დიდი სურვილი მაქვს, წინადადებების განხილვისთვის მზად ვარ''.

მან ბოლო მატჩი 2019 წლის 27 ოქტომბერს, ''რუსთავის'' რიგებში ჩაატარა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ქუთაისის ''ტორპედოსთან'' შეხვედრაში დაშავდა, ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და პირველი ტაიმის 37-ე წუთზე მოედანი დატოვა. მას მძიმე ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა.

ნიკა ძალამიძემ, რომელმაც კარიერა ზუგდიდის ''ბაიაში'' დაიწყო და გარკვეული პერიოდი მოსკოვის ცსკა-ს სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა , საერთო ჯამში პოლონეთის უმაღლეს ლიგაში 112 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი შეაგდო და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა. მოთამაშე ლოძის ''ვიძევის'' (2011), ბიალისტოკის ''იაგიელონიასა'' (2012-15) და ლენჩნას ''გურნიკის'' (2016-17) მაისურით ასპარეზობდა.

2014-15 წლების სეზონში ძალამიძე ''იაგიელონიასთან'' ერთად პოლონეთის ექსტრაკლასას ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

2019 წელს ექსტრაკლასას ოფიციალურმა გვერდმა ძალამიძის მიერ პოლონეთში გატანილი გოლების საუკეთესო ხუთეული შეადგინა.

პოლონური კარიერის TOP 5 გოლი

2015 წელს თურქული ''რიზეს'' წევრი გახდა, თუმცა სუპერლიგის 2015-16 წლების სეზონში მხოლოდ 6 მატჩი ჩააატარა. მისი თურქული კარიერა წარმატებული არ ყოფილა, რის შემდეგაც პოლონეთში დაბრუნდა, ''გურნიკში'' ასპარეზობდა, შემდეგ კი ბუქარესტის ''იუვენტუსის'', თბილისის ''დინამოს'', რუსული ''ბალტიკასა'' და ''რუსთავის'' ფეხბურთელი იყო.

საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებების ექს-ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა. ბოლო შეხვედრა ეროვნულ გუნდში 2015 წელს მალტასთან ჩაატარა, როცა მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები