ოფიციალურად - ნოდარ ქავთარაძე დინამო თბილისში დაბრუნდა
Aa
Aa

ოფიციალურად - ნოდარ ქავთარაძე დინამო თბილისში დაბრუნდა

28 წლის ნახევარმცველმა, ნოდარ ქავთარაძემ უნგრეთი, „მეზოკოვეშდი" დატოვა და „დინამო" თბილისში დაბრუნდა. ეს ინფორმაცია ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ამ წუთებში დაადასტურა.

ფეხბურთელსა და „დინამო" თბილისს შორის კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გაფორმდა. ქავთარაძე „დინამოში" კვლავ 38-ნომრიანი მაისურით ითმაშებს.


ნოდარ ქავთარაძე „დინამო" თბილისში 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის იანვრამდე თამაშობდა - 35 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და ორჯერ, ზედიზედ გახდა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისის გაძლიერება გარკვეულწილად, ევროტურნირებს უკავშირდება. ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" თბილისი ბაქოს „ნეფთჩს" დაუპირისპირდება. მატჩები 6-13 ივლისს გაიმართება (პირველი მატჩი სახლში, მეორე - სტუმრად).

ფოტო: ეროვნული ლიგა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები