ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სფფ-ის აკადემიას ესტუმრნენ
Aa
Aa

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სფფ-ის აკადემიას ესტუმრნენ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია და გურამ გიორბელიძე რუსთავში მდებარე ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში ეროვნული გუნდის მოთამაშეები საფეხბურთო აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდნენ და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ​

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა აკადემიის მოთამაშეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მომავალ საფეხბურთო კარიერაში წარმატება უსურვეს.

აკადემიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა მცირე კომენტარი გააკეთეს:

გიორგი ქვილითაია - ეროვნული ნაკრების წევრი

გიორგი ლორია - ეროვნული ნაკრების წევრი

გურამ გიორბელიძე - ეროვნული ნაკრების წევრი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან გამართულ შეხვედრას რუსთავისა და ზუგდიდის საფეხბურთო აკადემიების ფეხბურთელები ესწრებოდნენ. ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ეროვნული გუნდის მოთამაშეებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები