დილამ 3 მატჩიანი მოუგებელი სერია შუქურასთან დაასრულა
Aa
Aa

დილამ 3 მატჩიანი მოუგებელი სერია შუქურასთან დაასრულა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩში  „დილამ"  „შუქურას" უმასპინძლა და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ნულოვანი პირველი ნახევრის შემდეგ შეხვედრაში ერთადერთი, ძალიან ლამაზი გოლი 54-ე წუთზე გავიდა - თორნიკე კაპანაძემ ბრაზილიელი მცველის, ვანდერსონ სილვას შედეგიანი გადაცემა გამოიყენა (1-0).


აღსანიშნავია, რომ ანდრი დემჩენკოს გუნდს 25 მაისის, მე-15 ტურის შემდეგ, მატჩი არ მოუგია (2 მარცხი/1 ფრე), ამიტომ სატურნირო თვალსაზრისით კი ეს 3 ქულა  „დილასთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი მატჩები

19 ტურის შემდეგ „დილას" 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო „შუქურა" 16 ქულით, ჯერ-ჯერობით პლეი-აუტის ზონაშია.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში  „დილა" გათამაშების აუტსაიდერ „სამტრედიას" ესტუმრება, ხოლო  „შუქურა" ბათუმში ჩავა და ბათუმი არენაზე გათამაშების ლიდერ  „დინამო" ბათუმს დაუპირისპირდება.

ფოტო: ეროვნული ლიგა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები