26 ივნისს თბილისში წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალი იწყება
Aa
Aa

26 ივნისს თბილისში წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალი იწყება

26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური აუზი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს მასპინძლობს. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იღებენ მონაწილეობას.

ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბ ჯგუფში იაპონიის, მონტენეგროსა და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ა ჯგუფში ერთმანეთს ყაზახეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და იტალია შეეჯიბრებიან.

ჩვენი გუნდი 26 ივნისს იაპონიას, 27 ივნისს მონტენეგროს, ხოლო 28 ივნისს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება. სამივე მატჩი 16:30 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებისა და ფინალური მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - ბილეთების ყიდვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები