დიდი წარმატება: ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონია !
Aa
Aa

დიდი წარმატება: ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონია !

კანოეში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში 17 წლის ალექსანდრე წივწივაძე პირველ ადგილზე გავიდა. მან 1000-მეტრიანი დისტანცია 4 წუთსა და 0.193 წამში დაფარა. მეორე პოზიცია მაქსიმ კარატევმა დაიკავა, მას აღნიშნული დისტანცია 1,420 წუთით უფრო გვიან განვლო.


ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე ნიჩბოსანთა შორის პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარეობს.

წივწივაძის წარმატებას ცნობილი ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე გამოეხმაურა:''ბევრი იცნობთ, მაგრამ კიდევ ბევრს მინდა გაგაცნოთ, რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე! ამ ბიჭმა რამდენიმე წუთის წინ 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატი მოიგო. კიდევ ერთხელ გილოცავთ''.


დღის მეორე ნახევარში მურმან მალანია და ლიდია სულაბერიძე ნახევარფინალური გაცურვებიდან შეეცდებიან ფინალურ ეტაპზე გასვლას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები