წყალბურთი: საქართველოს ნაკრები ამერიკის წინააღმდეგ 13-9 დამარცხდა
26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური აუზი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს მასპინძლობს. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობას მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იღებენ.
დღეს, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით - 13-9 დამარცხდა.
დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში მონტენეგროს წინააღმდეგ ანგარიშით - 8-19 დამარცხდა, ხოლო ჯგუფური ეტაპის პირველი დაპირისპირება, იაპონიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით - 12-13 დასრულდა.
პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს, ფინალური მატჩით დასრულდება. ფინალური მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - ბილეთების ყიდვა.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია