საქართველომ მსოფლიო ლიგის სუპერფინალი მერვე ადგილზე დაასრულა
Aa
Aa

საქართველომ მსოფლიო ლიგის სუპერფინალი მერვე ადგილზე დაასრულა

თბილისის ოლიმპიური აუზი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირში ბოლო მატჩი საფრანგეთთან ჩაატარა, გამარჯვებული მე-7 ადგილს დაიკავებდა, თუმცა სამწუხაროდ გამარჯვება ფრანგებს დარჩათ. საფრანგეთის ნაკრებმა საქართველოს ძალიან დამაჯერებლად სძლია - 10:5.

მსოფლიო ლიგის სუპერფინალში ქართველები მერვე პოზიციაზე გავიდნენ.

პირველი პერიოდი საფრანგეთმა 3:1 მოიგო, მეორე პერიოდი ანალოგიური ანგარიშით ფრანგთა სასარგებლოდ დასრულდა. რაც შეეხება მესამე პერიოდს, სტუმრებმა 2:1 მოიგეს, მეოთხე პერიოდი კი ფრედ 2:2 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან მატჩამდე ჩვენი გუნდი მონტენეგროსთან (8-19), ამერიკისასთან (13-9), საბერძნეთთან (20-8) და ყაზახეთთან (15-16) დამარცხდა, იაპონიას კი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო (12-13). 

აღსანიშნავია, რომ პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ, იაპონია, იტალია, მონტენეგრო, საბერძნეთი, საფრანგეთი და ყაზახეთი მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები