კოპა ამერიკა: ნეიმარმა იფრინა - ბრაზილია ფინალშია!
Aa
Aa

კოპა ამერიკა: ნეიმარმა იფრინა - ბრაზილია ფინალშია!

კოპა ამერიკაზე პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ბრაზილია პერუს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.

მიუხედავად ანგარიშში მინიმალური სხვაობისა, „სელესაოს“ საკმაოდ დიდი უპირატესობა ჰქონდა და რამდენიმე ლამაზი გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მხოლოდ ერთს დასჯერდნენ.

შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. ნეიმარის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ პაკეტამ გაიტანა.

პერუს მხოლოდ ერთი მწვავე მომენტი შეექმნა, თუმცა ლაპადულამ გატანა ვერ შეძლო.


ამრიგად, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კვლავ ფინალშია არია და მეტოქეს ელის, რომლის ვინაობაც ამაღამ გაირკვევა - არგენტინა კოლუმბიას დაუპირისპირდება.

რა თქმა უნდა, ფინალში ყველა სამხრეთ ამერიკული კლასიკოს მოლოდინშია...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები