ზედიზედ მეორედ - სტენლის თასი ტამპაში დარჩა
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - სტენლის თასი ტამპაში დარჩა

„ტამპა ბეი ლაითნინგმა“ „სტენლის თასი“ დაისაკუთრა. ფლორიდელები ფინალურ სერიაში „მონრეალს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე 4-1 დაამარცხეს. გადამწყვეტი შეხვედრა გამთენიისას გამართული მატჩი გამოდგა, რომელიც „ტამპამ“ მინიმალური ანგარიშით მოიგო - 1-0.

მატჩის ერთადერთი გოლი მეორე პერიოდში გავიდა და „ლაითნინგი“ კოლტონის მიერ გატანილი შაიბით დაწინაურდა. „კანადიენსი“ ბევრს ეცადა, მაგრამ ვასილევსკის ვერაფერი მოუხერხა და წონასწორობა ვერ აღადგინა.

„ტამპა ბეიმ“ ისტორიაში მე-3 ტიტული მოიპოვა და „სტენლის თასი“ ზედიზედ მეორედ მოიგო. „ლაითნინგი“ მეორე გუნდია, რომელმაც სახელფასო ჭერის შემოღების შემდეგ, ტიტული მიჯრით დაისაკუთრა. აქამდე ეს მხოლოდ „პიტსბურგს“ ჰქონდა გაკეთებული.

პლეიოფის საუკეთესო მოთამაშედ „ტამპა ბეის“ მეკარე, ანდრეი ვასილევსკი დასახელდა. იგი NHL-ის ისტორიაში მე-14 გოლკიპერია, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო. აღსანიშნავია, რომ „კონ სმაიტის“ თასი ბოლოს მეკარეს 2012 წელს გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები