ჯოკოვიჩი:
Aa
Aa

ჯოკოვიჩი: "იტალია გაიმარჯვებს, მაგრამ მხოლოდ საღამოს"

ევრო 2020-ის პარალელურად საჩოგბურთო სამყაროში უიმბლდონი მიმდინარეობს. ისევე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე, უიმბლდონზეც ფინალი დარჩა გასამართი. ნოვაკ ჯოკოვიჩი მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება, ხოლო იტალია ინგლისს შეხვდება.

სერბმა ჩოგბურთელმა ევრო 2020-ის მოუახლოებულ ფინალთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

რა თქვა ჯოკოვიჩმა?

„ფეხბურთი და ჩოგბურთი. „მამა მია იტალია“ - ეს საოცარია! ბერეტინის ჩემთან ბევრი დასაკარგი არაფერი აქვს, ხოლო თუ იტალია ინგლისთან წააგებს მათთვის ეს ტრაგედია იქნება. ვიმედოვნებ ორივე ფინალი დიდებული სანახავი იქნება და იტალია გაიმარჯვებს, მაგრამ მხოლოდ საღამოს.“

ცნობილია, რომ ჯოკოვიჩი წლების განმავლობაში იტალიაში ცხოვრობს და იტალიურად შესანიშნავად საუბრობს. ნოვაკს ფეხბურთი ძალიან უყვარს და „მილანის“ გულშემატკივარია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ „ნოლე“ ევრო 2020-ის ფინალში იტალიას ქომაგობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები