დი მარია:
Aa
Aa

დი მარია: "მესიმ მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო"

კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, ანხელ დი მარიამ პრესასთან ისაუბრა. მისი თქმით, ლეო მესიმ მატჩის შემდეგ უთხრა, რომ ეს მისი ფინალი იყო.

„ეს ყველაფერი დაუვიწყარი იქნება. მატჩის შემდეგ მესიმ მადლობა მითხრა და მას მეც მადლობა ვუთხარი.

მან მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო, ეს იყო განმეორებითი მატჩი ფინალისა, რომლებშიც მე თამაში ვერ შევძელი. ეს დღეს უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა.

ბედნიერი ვარ ჩემი ქალიშვილების, მეუღლის, მეგობრებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მხარი დაგვიჭირა და ყველა იმ გიჟისთვის ვინც აქ მოვიდა.

მსოფლიო ჩემპიონატი მალე იქნება და ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია“.

მესის შესახებ როდრიგო დე პაულმაც ისაუბრა, რომელსაც ჩინებული მატჩი ჰქონდა და დიდებული საგოლე გადაცემა შეასრულა:

„ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ ვოცნებობდით. ბრაზილიაში მარაკანაზე ჩემპიონობა ყველა სახის მოლოდინს აჭარბებს. ძალიან ბედნიერი ვარ.

მესის ყველა სჭირდება და ჩვენ ის გვჭირდება. ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ დიდი სანაკრებო ტიტული 1993 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები