საწამლავი მიიღო - ბრაზილიის ნაკრების ქომაგმა არგენტინასთან მარცხი ვერ გადაიტანა
Aa
Aa

საწამლავი მიიღო - ბრაზილიის ნაკრების ქომაგმა არგენტინასთან მარცხი ვერ გადაიტანა

კოპა ამერიკის მიმდინარეობისას, ბანგლადეშში მცხოვრები ბავშვებისა და ფეხბურთის ქომაგების ვიდეოებს საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იქ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი ძალიან უყვართ და საქმე იქამდე მივიდა, რომ კოპა ამერიკის ფინალის წინ, რამდენიმე ქალაქში გადამწყვეტი შეხვედრის საჯარო ჩვენება და თავშეყრა აიკრძალა.

შეზღუდვების მიუხედავად, ფინალის შემდეგ, ბანგლადეში საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მაინც მოექცა. ოღონდ ამჯერად, ამის მიზეზი ბრაზილიის ნაკრების ქომაგი გახლავთ. გავრცელებული ინფორმაციით, ბანგლადეშში, კერძოდ კოქს ბაზარში მცხოვრებმა მოჰამად კამალმა არგენტინის ეროვნული გუნდის გამარჯვება ვერ გადაიტანა და თავის მოკვლა სცადა.

20 წლის კამალმა საწამლავი მიიღო, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს. ადგილობრივი გამოცემების მიხედვით, 20 წლის ახალგაზრდა „სელესაოს“ თავგადაკლული გულშემატკივარია და „ალბისელესტესთან“ წაგებას ვერ შეეგუა.

როგორც ირკვევა, კამალი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს და ამჟამად, იგი მკურნალობას განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები