ჰამბურგში სუსტი მეტოქე შეხვდა - ბასილაშვილი მერვედფინალში ფავორიტია!
Aa
Aa

ჰამბურგში სუსტი მეტოქე შეხვდა - ბასილაშვილი მერვედფინალში ფავორიტია!

დღეს ჰამბურგში ევროპის ღია პირველობა აიღებს სტარტს. გეტყვით, რომ ეს ტურნირი 500-ქულიანთა კატეგორიას მიეკუთვნება და საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ქართველი გულშემატკივრებისთვის კი ჰამბურგის ტურნირი მეტად მნიშვნელოვანია.

საქართველოს პირველმა და მსოფლიოს რეიტინგის 29-ე ნომერმა ხსენებული ტურნირი ზედიზედ(2018, 2019 წლებში) მოიგო და წელს კიდევ ერთხელ შეეცდება ტიტულის დაუფლებას. 2018 წელს ნიკოლოზმა ფინალში ლეონარდო მაიერი დაამარცხა, ხოლო 2019-ში კი ანდრეი რუბლიოვი.

ბასილაშვილი ჰამბურგში წელსაც ითამაშებს. ქართველი ჩოგბურთელი გათამაშებაში მეორე წრიდან ერთვება და მისი მეტოქე რეიტინგის 164-ე ნომერი არგენტინელი სებასტიან ბაეზი იქნება. ეს მოთამაშეები ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.

აღსანიშნავია, რომ ბაეზმა პირველ წრეში 89-ე ნომერი ფრანგი კორენტინ მუტე ორ სეტში 6:1 6:2 მარტივად დაამარცხა და საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება. ცნობისთვის, ნიკოლოზის და სებასტიანის დაპირისპირება 14 ივლისით თარიღდება. ასევე გეტყვით, რომ ნიკოლოზი ჰამბურგის მიმდინარე ტურნირზე მე-3 ნომრად არის განთესილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები