Aa
Aa

"მივესალმებით 2-გზის ჩემპიონს" - ATP ჰამბურგის ოფიციალური გვერდი

საჩოგბურთო სამყაროში 12 ივლისს ჰამბურგის ღია პირველობა დაიწყო, რომელსაც წელს ევროპის ღია პირველობა ეწოდა. შეგახსენებთ, რომ ხსენებული ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილს ორჯერ აქვს მოგებული.

2018 წელს ნიკოლოზმა ფინალში ლეონარდო მაიერი დაამარცხა, ხოლო 2019-ში კი ანდრეი რუბლიოვს აჯობა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი 2021 წლის ტურნირზეც იღებს მონაწილეობას და ამ ფაქტს ჰამბურგის ATP-ის ოფიციალური ვებ-გვერდი გამოეხმაურა.

„მივესალმებით ჩვენს 2-გზის ჩემპიონს ნიკოლოზ ბასილაშვილს“ - წერია „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი გათამაშებაში მეორე წრიდან ერთვება და მისი მეტოქე რეიტინგის 164-ე ნომერი არგენტინელი სებასტიან ბაეზი იქნება. ეს მოთამაშეები ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.

აღსანიშნავია, რომ ბაეზმა პირველ წრეში 89-ე ნომერი ფრანგი კორენტინ მუტე ორ სეტში 6:1 6:2 მარტივად დაამარცხა და საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება. ცნობისთვის, ნიკოლოზის და სებასტიანის დაპირისპირება 14 ივლისით თარიღდება. ასევე გეტყვით, რომ ნიკოლოზი ჰამბურგის მიმდინარე ტურნირზე მე-3 ნომრად არის განთესილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები