საკა:
Aa
Aa

საკა: "არ მინდა ადამიანებმა იგივე შეტყობინებები მიიღონ როგორიც მე"

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ 19 წლის შემტევი ბუკაიო საკა, ფინალში იტალიასთან გაფუჭებული გადამწყვეტი პენალტის შემდეგ სოციალურ ქსელებში ბულინგისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა რამდენიმე ძალიან რთული დღე გამოიარა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში ქომაგებს მიმართა:

„რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელს აღარ ვუყურებ და დროს ჩემს ოჯახთან ერთად ვატარებ. ბოლო კვირების განმავლობაში ვფიქრობდი. ეს მესიჯი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მათ მიმართ ვინც მხარი დამიჭირა მადლიერება გამოვხატო.

ინგლისის ნაკრების რიგებში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომელშიც ყველა წევრი ერთმანეთისთვის სამაგალითოა. იქ ყველა ფეხბურთელი სამუდამოდ ძმებად რჩება. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც პარტნიორებისა და სამწვრთნელო შტაბისგან ვისწავლე. ის ფაქტი, რომ გუნდს 55 წლის შემდეგ პირველად ფინალში გასვლაში დავეხმარე და ტრიბუნებზე ჩემი ოჯახი ვნახე, რომელმაც ჩემთვის ბევრი რამ გაიღო - ეს ბევრს ნიშნავს.

ვერ აღვწერ იმას, თუ რამდენად იმედგაცრუებული ვარ ფინალში ჩემი გაცუდებული დარტყმის გამო. მჯეროდა, რომ ამ მატჩს თქვენთვის მოვიგებდით. ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ ამჯერად თასი სახლში ვერ დავაბრუნეთ, მაგრამ გპირდებით: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ თაობამ გამარჯვების გემო იცოდეს.

მატჩის შემდეგ, ჩემმა რეაქციამ ჩემს მდგომარეობაზე ყველაფერი თქვა. დიდი ტკივილი განვიცადე, ვგრძნობდი რომ ჩემს ინგლისურ ოჯახს ვუღალატე. გპირდებით, რომ იმ ნეგატივსა და იმ სიტუაციას, რომელიც ამ კვირაში განვიცადე ჩემი გატეხვის უფლებას არ მივცემ.

მივმართავ ინსტაგრამს, ტვიტერს და ფეისბუქს - მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანებმა, ზრდასრულებმა თუ ბავშვებმა არ მიიღონ იგივე შეტყობინებები, როგორიც მე, მარკუს რაშფორდმა და ჯეიდონ სანჩომ მიიღეს.

მაშინვე მივხვდი როგორი სიძულვილიც მელოდა და სამწუხაროა, რომ ასეთი ძლიერი პლატფორმები ამგვარი შეტყობინებების შესაჩერებლად არასაკმარის ზომებს იღებენ.

ფეხბურთში და საზოგადოებაში რასიზმისა და სიძულვილის ადგილი აღარ არის. მადლობა ხალხის უმეტესობას, რომლებიც უჩივიან და პოლიციას მოქმედებისკენ მოუწოდებენ. სიძულვილის აღმოფხვრითა და ერთმანეთის მიმართ სიკეთის გამოვლენით, ჩვენ გავიმარჯვებთ“. - წერს საკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები