მარცხი მეოთხედფინალში - ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს დაემშვიდობა
Aa
Aa

მარცხი მეოთხედფინალში - ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს დაემშვიდობა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ღია პირველობას, რომელსაც წლეულს ევროპის ღია პირველობა ეწოდა, მეოთხედფინალში დაემშვიდობა. ქართველმა ჩოგბურთელმა ლასლო ჯერეს წინააღმდეგობა ვერ დაძლია და 2 სეტში დამარცხდა.

მატჩი სერბი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო. ჯერემ საწყისი 4 გეიმიდან 3 მოიგო და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებია - 6:2. სამწუხაროდ, ნიკოლოზმა თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა და მეორე პარტიაშიც მისი მოწინააღმდეგე დომინირებდა. ჯერემ მეორე სეტიც 6:2 მოიგო და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ბასილაშვილს რთული მატჩი ჰქონდა და ამას სტატისტიკაც მოწმობს. ნიკამ 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ბრეიკპოინტი არ ჰქონია და ერთადერთი ეისი გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ ჰამბურგის ტურნირი 500-ქულიანთა კატეგორიას მიეკუთვნება და საკმაო პოპულარობით სარგებლობს .საქართველოს პირველმა და მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერმა ხსენებული ტურნირი ზედიზედ (2018, 2019 წლებში) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები