კანავარო:
Aa
Aa

კანავარო: "დონარუმა საუკეთესო იქნება, ოქროს ბურთი მესის ეკუთვნის"

ლეგენდარული იტალიელი მცველი ფაბიო კანავარო იტალიის ნაკრების ტრიუმფზე საუბრობს და ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ თავის შეხედულებებს გვიზიარებს.

ოქროს ბურთის მფლობელი კანავარო თვლის, რომ მიუხედავად დონარუმას ფანტასტიკური თამაშისა, ჯილდოს მაინც ლეო მესი იმსახურებს.

„ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ თასი ჩემს შემდეგ სწორედ კიელინიმ აღმართა, რადგან 2006 წელს ის მუნდიალის ფინალს ტრიბუნებიდან უყურებდა. ასევე მასთან ერთად ნათამაშებიც მაქვს. ჯორჯოს ძალიან ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ“.

-მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ოქროს ბურთიც აიღე. წარმოგიდგენია ასეთი სცენარი კიელინისთვის?

„ჯორჯომ ევრო შესანიშნავად ჩაატარა, მაგრამ ამ გუნდში ნამდვილი ჩემპიონი ჯანლუიჯი დონარუმაა. გასაკვირია, რომ ევრო 2020-ზე იყვნენ ისეთებიც, ვინც მას კარგ, მაგრამ სრულიად ჩვეულებრივ მეკარედ თვლიდა. მასში ჩვეულებრივი არაფერია, დაწყებული წარმოუდგენელი სიმშვიდით და ბოლოს და ბოლოს ის ხომ მხოლოდ 22 წლის არის“.

-დონარუმა პსჟ-ში უფასოდ გადავიდა. იტალიურმა გრანდებმა ის ხელიდან გაუშვეს?

„რა თქმა უნდა, რადგან მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მისი თამაშისგან სიამოვნებას ეროვნულ ნაკრებში მივიღებთ“.

-მისცემდით 2021 წლის ოქროს ბურთს დონარუმას?

„არა, მესის მივცემდი. ლეო არის აბსოლუტური ნომერ პირველი, კოპა ამერიკის თასის მთავარი გმირი“, - ციტირებს კანავაროს სიტყვებს ტუტოსპორტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები