ბოლქვაძე გამარჯვების შემდეგ:
Aa
Aa

ბოლქვაძე გამარჯვების შემდეგ: "აქაურობა ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება"

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე გახდა, რომელმაც ფინალში რუს ვალერია სავინიხს 4:6, 6:3, 6:2 სძლია.

გამარჯვების შემდეგ, ბოლქვაძემ პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა:

„მინდა ჩემს მეტოქეს შესანიშნავი თამაშისთვის მადლობა გადავუხადო. ტურნირის ორგანიზატორებმა შესანიშნავად იმუშავეს, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო და ეს ყველაფერი უცნაური ამინდის მიუხედავად.

W60-ის სერიაში ეს ჩემი პირველი ტიტულია და ახლა ყაზახეთის დედაქალაქი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. აქ ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოვალ“. - ციტირებს ბოლქვაძის სიტყვებს ყაზახეთის ჩოგბურთის ფედერაცია.

მარიამის კომენტართან ერთად ფედერაციის ფეისბუქ გვერდი ქართველ ჩოგბურთელს ტურნირის ყველაზე ლამაზ მონაწილეს უწოდებს:

„შეგახსენებთ, რომ წელს ქალთა ტურნირს სკვითების დედოფლის ტომირისის სახელი ეწოდა. ჩვენ ტურნირის ყველაზე ლამაზ მონაწილეს არ დავემშვიდობებით! ჩვენ ვამბობთ - „მომავალ შეხვედრამდე!“

შეგახსენებთ, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი იყო. მარიამს რეიტინგში სერიოზული წინსვლა ელის. ბოლქვაძე ერთბაშად 21 საფეხურით დაწინაურდება და 195-ე პოზიციიდან 174-ზე გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები