„სამშობლოში სამართალს ვერ ვპოულობ“ - კალაშნიკოვამ გადაწყვეტილება მიიღო
Aa
Aa

„სამშობლოში სამართალს ვერ ვპოულობ“ - კალაშნიკოვამ გადაწყვეტილება მიიღო

ქართველმა ჩოგბურთელმა, ოქსანა კალაშნიკოვამ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. კალაშნიკოვამ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ გეგმავს, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს.

„გადავწყვიტე, ვცადო და სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართო. საკუთარ სამშობლოში სამართალს ვერ ვპოულობ და არ ვიცი, რა მოხდება. ჯერჯერობით თავიანთი არაპროფესიონალიზმისა და უპასუხისმგებლო შეცდომის გამო, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არავის უნდა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კალაშნიკოვამ განაცხადა, რომ ოლიმპიდიაზე ასპარეზობის უფლება მიიღო, თუმცა ქართულ მხარეს შესაბამისი განაცხადი არ გაუგზავნია, რის გამოც მას ტოკიოში ვერ ვიხილავთ.

მოგვიანებით, მის სიტყვებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ჩოგბურთის ფედერაცია გამოეხმაურნენ, თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები