ტოკიოს ოლიმპიადა: ბასილაშვილი განთესილთა შორისაა
Aa
Aa

ტოკიოს ოლიმპიადა: ბასილაშვილი განთესილთა შორისაა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიო ოლიმპიდიაზე განთესილთა შორისაა. განთესილთა შორის 16 ჩოგბურთელია, რომელთა შორის ბასილაშვილი მე-15 ადგილს იკავებს.

განთესილთა სია ასეთია: 1) ნოვაკ ჯოკოვიჩი 2) დანიილ მედვედევი 3) სტეფანოს ციციპასი  4) ალექსანდერ ზვერევი 5) ანდრეი რუბლიოვი 6) პაბლო კარენო ბუსტა 7) ჰუბერტ ჰურკაჩი 8) დიეგო შვარცმანი 9) ფელიქს ოჟიე-ალიასიმი 10) გაელ მონფილსი 11) ასლან კარაცევი 12) კარენ ხაჩანოვი 13) ლორენცო სონეგო 14) უგო უმბერი 15) ნიკოლოზ ბასილაშვილი 16) ფაბიო ფონინი

ოლიმპიადაზე ჩოგბურთელთა ასპარეზობას Ariake Coliseum-ი უმასპინძლებს. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში 35 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას.

ბასილაშვილი ოლიმპიადაზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. მან 2016 წლის რიოს ოლიმპიდიაზე წარუმატებლად იასპარეზა, პირველივე წრეში ურუგვაელ პავლო კუევასთან დამარცხდა.

მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილი 1 565 ქულით 42-ე ადგილზეა. მან ბოლო პერიოდში 13 პოზიციით უკან დაიხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები