Aa
Aa

"ეს ახდენილი ოცნებაა" - ალაბამ 4-ნომრიანი მაისური აიღო

ალაბა, რომ მადრიდის „რეალში“ უნდა ეთამაშა ეს ახალი არავისთვის იყო. დღეს ავსტრიელი ფეხბურთელის პრეზენტაცია გაიმართა. გაირკვა, რომ დავიდ ალაბა „სამეფო კლუბში“ 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ეს ნომერი კი წლების განმავლობაში სერხიო რამოსს ეკუთვნოდა. ამის შესახებ თავად „ბლანკოსის“ ახალწვეულმა ისაუბრა.

რა თქვა ალაბამ?

„ამის შესახებ კლუბს ვესაუბრე. მათ 4-ნომრიანი მაისური შემომთავაზეს და დავთანხმდი. ვფიქრობ, სხვა ნომერი თავისუფალი არ იყო და ერთადერთი ვარიანტი ეს მქონდა. ძალიან კარგად მესმის ამ ციფრის მნიშვნელობა.

4-ნომრიანი მაისურის ტარება დიდი პატივია. ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს. ეს არის ციფრი, რომელიც სიმძლავრესთან და ლიდერობასთან ასოცირდება. მადრიდის „რეალში“ გადმოსვლა ახდენილი ოცნებაა. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია.

რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში. ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. ანჩელოტის ვენდობი. ჯობს ამ საკითხზე მას მიმართოთ. ზიდანის წასვლის გამო იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ კარლოს დანიშვნამ გამახარა. იტალიელთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.

უამრავი შემოთავაზება მქონდა, თუმცა მე „რეალი“ ავირჩიე. აქ თამაში ყოველთვის მინდოდა და კარიერული განვითარებისთვის იდეალური ადგილია. ეს არის ის ცვლილება, რომელიც ყოველთვის მინდოდა.“

შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბა მადრიდულ გრანდს „ბაიერნიდან“ გასული სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ავსტრიელი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერში“ 2009 წელს ჩაირიცხა. დღემდე დავიდმა მიუნხენელთა მაისური ყველა ტურნირზე ერთად 430-ჯერ მოირგო და 33 გოლი გაიტანა. ამ პერიოდის განმავლობაში 28 წლის უკანახაზელმა ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო. მათ შორის ორჯერ "ტრიპლეტი".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები