ოფიციალურად - კიევის დინამომ წიტაიშვილი გაანათხოვრა
Aa
Aa

ოფიციალურად - კიევის დინამომ წიტაიშვილი გაანათხოვრა

კიევის „დინამომ“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი კიდევ ერთხელ გაანათხოვრა. უკრაინული კლუბის ოფიციალური საიტის მიხედვით, 20 წლის შემტევი 2021-22 წლების სეზონს „ჩერნომორეცში“ გაატარებს.

წიტაიშვილთან ერთად, ოდესურ კლუბს „დინამოს“ 11 ფეხბურთელი შეუერთდა და „ჩერნომორეცს“ იური მოროზი წვრთნის, რომელიც წიტაიშვილს კარგად იცნობს.

სხვათა შორის, გიორგიმ მიმდინარე ზაფხულში, ახალი სეზონისთვის მზადება კიევის „დინამოსთან“ ერთად დაიწყო, ქვეყნის ჩემპიონთან ერთად საფრანგეთში მოემზადა, ამხანაგურ მატჩში გოლიც შეაგდო, თუმცა შემდეგ კლუბი დატოვა, ოდესაში გაფრინდა. „ჩერნომორეცში“ მისი იჯარით გაშვება კი ახლა გაოფიციალურდა.

შეგახსენებთ, გასული სეზონის მეორე ნახევარი წიტაიშვილმა იჯარით „ვორსკლაში“ გაატარა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება „ჩერნომორეცს“, უკრაინული გუნდი პრემიერ ლიგაში გასულ სეზონში აღზევდა, რაშიც წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა, ბექა ვაჩიბერაძემაც შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები