როგორია დინამო თბილისისა და მაკაბის ურთიერშეხვედრების ისტორია
Aa
Aa

როგორია დინამო თბილისისა და მაკაბის ურთიერშეხვედრების ისტორია

ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპი „დინამო" თბილისისთვის და „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება, ხოლო „გაგრა" („სუტიესკას" ბარიერი ვერ გაიარა) და „დილა" („ჟილინას" წინააღმდეგ დამარცხდა) კონფერენს ლიგას გამოეთიშნენ.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, „დინამო" თბილისი, რომელიც ორი მატჩის ჯამში, ბაქოს „ნეფთჩის" წინააღმდეგ, ანგარიშით - 4-2 დამარცხდა. 

„დინამო" თბილისის მეტოქე „მაკაბი" (ისრაელი) იქნება.

საინტერესოა, რომ აქამდე, „დინამო" თბილისს ისრაელის გუნდებთან ოფიციალური საერთაშორისო მატჩი არ ჩაუტარებია და „მაკაბი" ჰაიფასთან პაექრობა სადებიუტო იქნება.

ეს გუნდები ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ, ავსტრიულ შეკრებაზე შეხვდნენ. ბუნებრივია, მაშინ ორივე გუნდში განსხვავებული შემადგენლობა თამაშობდა. ამხანაგური შეხვედრა, რომელიც 2016 წლის 29 ივნისს, ბიშოფსხოფენში შედგა, „დინამო" თბილისმა ორბურთიანი სხვაობით მოიგო - მეტოქეს 5 წუთში ორჯერ გაუტანა, საკუთარი კარი კი მშრალად შეინახა. 

„მაკაბის" კარი გიორგი ქვილითაიამ (28') და ოთარ კიტეიშვილმა (33') აიღეს (0-2).

კიდევ უფრო შორს, 1989 წლის ბოლოს, დინამოელებმა ისრაელში ტურნე გამართეს და ოთხი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს. 28 ნოემბერს, „მაკაბი" ჰაიფასთან დავით ყიფიანის გუნდმა თემურ ქეცბაიას გოლით - 1-0 გაიმარჯვა.

მომდევნო დღეს, „დინამო" ნაზარეთის „ჰაპოელს" შეხვდა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 5-1 დაჯაბნა. გია ჯიშკარიანმა „ჰაპოელს" სამი გოლი გაუტანა. თითო გოლით თავი გიორგი დარასელიამ და ზაზა რევიშვილმა გამოიჩინეს.

რამდენიმე დღეში, 5 დეკემბერს თელ ავივის „მაკაბისთან" მატჩი ფრედ - 1-1 დასრულდა. გოლი თემურ ქეცბაიას ანგარიშზეა.

მატჩის ბილეთები

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძის გუნდი პირველ შეხვედრას სახლში, 22 ივლისს ჩაატარებს. დაპირისპირება 20:30 საათიდან დაიწყება.

მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-სა და სალაროებში მიმდინარეობს. ერთ გულშემატკივარს მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა შეუძლია.

ბილეთი აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. ფასი 5-10 ლარია.

ბილეთების ყიდვა 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები