გრიზმანი-დიბალას ბარტერი გამოირიცხა - იუვე უარზეა და არგენტინელს არ გაუშვებს
Aa
Aa

გრიზმანი-დიბალას ბარტერი გამოირიცხა - იუვე უარზეა და არგენტინელს არ გაუშვებს

ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალას გაშვებას არ აპირებს. რამდენიმე დღის წინ, დაიწერა, რომ „ბარსელონამ „ბებერ ქალბატონს“ წინადადებით მიმართა და ანტუან გრიზმანისა და პაულო დიბალას გაცვლა შესთავაზა, რაზეც როგორც ჩანს, უარი მიიღო.

იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport ირწმუნება, რომ „იუვეს“ სამომავლო გეგმებში არგენტინელი ფეხბურთელის გასხვისება არ შედის. პირიქით, უახლოეს პერიოდში, ტურინელები მასთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ და სურთ, რომ „ლა ხოიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივონ.

კორონავირუსის პანდემიამდე, „ბიანკონერიმ“ დიბალას ანაზღაურების სახით წელიწადში 10 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. იტალიური გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე, პაულოს გაცილებით ნაკლებს სთავაზობენ და იგი ყოველწლიურად 10 მილიონ ევროზე მხოლოდ ბონუსებით თუ ავა. La Gazetta dello Sport ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მხარეებს შორის შეცვლილი ურთიერთობით ხსნის. ამჟამად, „იუვენტუსის“ წარმომადგენლები და დიბალას აგენტები ერთმანეთს ენდობიან და კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს მშვიდად უყურებენ, რაც დიდი პროგრესია.

დიბალასა და გრიზმანის ბარტერის შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს. სამაგიეროდ, შესაძლებელია, რომ „იუვენტუსმა“ მირალემ პიანიჩი დაიბრუნოს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ბოსნიელი ხელფასის შემცირებას დათანხმდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები