ჟუკოვსკი: ''ბათუმის დინამოს პლუსები და მინუსები კარგად შევისწავლეთ''
Aa
Aa

ჟუკოვსკი: ''ბათუმის დინამოს პლუსები და მინუსები კარგად შევისწავლეთ''

UEFA-ს კონფერენს ლიგის 2021-22 წლების სეზოის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გია გეგუჩაძის ბათუმის ''დინამო'' ბორისოვის ''ბატეს'' უმასპინძლებს. ბათუმის სტადიონზე სტუმართა ახალგაზრდა მთავარმა მწვრთნელმა, 37 წლის ვიტალი ჟუკოვსკიმ მედიასთან ისაუბრა.

ვიტალი ჟუკოვსკი: ''ორივე გუნდს წარმატების თანაბარი შანსი აქვს. არ შემიძლია გითხრათ თუ რა გეგმით ვაპირებთ თამაშს, ეს ყოველთვის დამოკიდებულია ოპონენტზე.

ვფიქრობ, ბათუმის ''დინამოს'' თამაში კარგად შევისწავლეთ. ანალოგიურად, მეტოქემ შეისწავლა ჩვენი თამაში. ვიცით მეტოქის პლუსები და მინუსები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ ყველაფერი მოედანზე გადაწყდება''.

ბორისოვის ''ბატე'' ფორვარდმა მაქსიმ სკავიშმა დატოვა, რომელიც კარიერას სოლიგორსკის ''შახტიორში'' გააგრძელებს. ამ თემაზე საუბრისას ჟუკოვსკისმ აღნიშნა: ''ამგვარი ფაქტები სატრანსფერო ფანჯრისას ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ჩვენ გვყავს სხვა ფორვარდები. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ხვალ კარგად ითამაშებენ''.

შეგახსენებთ, ბათუმის ''დინამოსა'' და ბორისოვის ''ბატეს'' დაპირისპირება 22 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი 29 ივლისს, ბორისოვში, ''ბორისოვ არენაზე'' გაიმართება.

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამომ'' სან მარინოს წარმომადგენელი ''ტრე პენე'' ორი მატჩის ჯამში 7:0 გაანადგურა. პირველ შეხვედრაში, სტუმრად გეგუჩაძის გუნდმა 4 გოლი შეაგდო, საპასუხო მატჩში კი 3:0 გაიმარჯვა.

რაც შეეხება ''ბატეს'', ბელარუსული კლუბი კონფერენს ლიგის ტურნირში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები