პსვ-დან ლოკომოტივში -
Aa
Aa

პსვ-დან ლოკომოტივში - "რკინიგზელებმა" ნიდერლანდელი მეკარე დაიმატეს

ცნობილია, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ლოკომოტივი“ დატოვა და იჯარის წესით „ვალენსიაში“ ითამაშებს. აქედან გამომდინარე, თბილისურ კლუბს მეკარის პოზიციაზე გაძლიერება სჭირდებოდა.

დღეს, „ლოკომოტივის“ „ფეისბუკის“ ოფიციალურმა გვერდმა ახალი ტრანსფერი გამოაცხადა. ჭიაბრიშვილის გუნდს ნიდერლანდელი 24 წლის კიპერი მარკ სპენკელინკი შეუერთდა.

ცოტა რამ სპენკელინკზე

ნიდერლანდელი კარის დარაჯი „ტვენტეს“ აკადემიის აღზრდილია. 2014 წლიდან „იგზლში“ თამაშობდა, ხოლო მისი უკანასკნელი კლუბი პსვ-ს 21-წლამდელები იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები