გიორგი გაბედავა: „ნეფთჩისთან მარცხი წარსულში უნდა დავტოვოთ
Aa
Aa

გიორგი გაბედავა: „ნეფთჩისთან მარცხი წარსულში უნდა დავტოვოთ"

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, „დინამო" თბილისი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში, ბაქოს „ნეფთჩის" წინააღმდეგ, ანგარიშით - 4-2 დამარცხდა. 

დღეს, დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ტრადიციული, მატჩისწინა პრესკონფერენციები შედგა. „დინამო" თბილისის მთავარ მწვრთნელთან ერთად თავდამსხმელი, გიორგი გაბედავა იმყოფებოდა.

გიორგი გაბედავა - ევროტურნირებზე

ნეფთჩის ორივე შეხვედრაში ვაჯობეთ, თუმცა დავმარცხდით. ეს ფსიქოლოგიურად რთული მომენტია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მარცხი წარსულში უნდა დავტოვოთ.

მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებულნი. შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. ეს შანსია და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ის შეცდომები, რომელიც წინა შეხვედრებში, ინდივიდუალურად თუ გუნდურად დავუშვით, აღარ უნდა განმეორდეს.

ბევრად მეტი მოტივაციითა და ყურადღებით თამაშია საჭირო".

კახა ცხადაძის გუნდი პირველ შეხვედრას ხვალ, სახლში, 22 ივლისს ჩაატარებს. მატჩი 20:30 საათიდან დაიწყება. „დინამო" თბილისისა და „მაკაბის" შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგვთავაზებს

მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-სა და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს. ერთ გულშემატკივარს მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა შეუძლია, ბილეთი აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. ფასი 5-10 ლარია.

ბილეთების ყიდვა 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები