იაპონელების ნამღერი საქართველოს ჰიმნი - მხარდაჭერა ოლიმპიურ ნაკრებს
Aa
Aa

იაპონელების ნამღერი საქართველოს ჰიმნი - მხარდაჭერა ოლიმპიურ ნაკრებს

ტოკიოში 205 ქვეყნის 10 000-ზე მეტ ათლეტს ელოდებიან. საქართველოს კი 12 სახეობიდან 35 სპორტსმენი  ეყოლება - 9 ძიუდოისტი, 7 მოჭიდავე, 5 მძლეოსანი, 4 ძალოსანი, 3 მოკრივე, 2 მოცურავე, 1 მსროლელი, 1 მოფარიკავე, 1 კარატისტი, 1 ჩოგბურთელი, 1 ტანმოვარჯიშე.

ამასთან დაკავშირებით, იაპონიის ქალაქ შიკამჩიში ქართული ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერი ვიდეო რგოლი გადაიღეს. ვიდეოს ერთ-ერთ ეპიზოდში კი ქალაქის ქალთა კამერული გუნდი კი საქართველოს ჰიმნს ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ შიკამაჩი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი იყო, მაგრამ პანდემიის გამო აღნიშნულ ქალაქში წინასწარი შეკრება ვერ განხორციელდა. ამის მიუხედავად, შიკამჩის მოსახლეობა ჩვენი სპორტსმენების მხარდამჭერ კამპანიას აქტიურად აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები