მშრალი მატჩი - ვალენსიას მთავარ გუნდში მამარდაშვილის დებიუტი შედგა!
Aa
Aa

მშრალი მატჩი - ვალენსიას მთავარ გუნდში მამარდაშვილის დებიუტი შედგა!

რამდენიმე დღის წინ, პოპულარული გამოცემა AS-ი წერდა, რომ „ვალენსიას" რიგებში ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დებიუტი სულ მალე შედგებოდა, რადგან ესპანური გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ვარჯიშზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

მიმდინარე საღამოს, ახალგაზრდა ქართველი მეკარე ბერძნული „ატრომიტოსის" წინააღმდეგ, ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა (3-0). გიორგიმ მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა. მამარდაშვილი მატჩში ასევე ახალგაზრდა კიპერის, კრისტიან რივეროს ნაცვლად ჩაერთო.

მეორე ნახევარში გიორგიმ კარი მშრალად შეინახა, 2 სეივი შემოგვთავაზა და საკმაოდ დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა.

საინტერესოა, რომ „ვალენსიას" რიგებში კიდევ სამი მეკარე ემზადება: ხაუმე დომენეკი, კრისტიან რივერო და იესპერ სილესენი. AS-ის მიხედვით გუნდის ნომერ პირველი მეკარე სილესენი იქნება, ხოლო მეორე მეკარის სტატუსისთვის დომენეკი, რივერო და მამარდაშვილი იბრძოლებენ.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „ვალენსიასთვის" ეს მეორე ამხანაგური შეხვედრა და მეორე გამარჯვება იყო.

ესპანური გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 24 ივლისს, „კართახენას" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები