42-ე ნომრად დეტროიტში - NBA-ის ოფიციალური საიტი მამუკელაშვილზე წერს
Aa
Aa

42-ე ნომრად დეტროიტში - NBA-ის ოფიციალური საიტი მამუკელაშვილზე წერს

NBA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 2021 წლის დრაფტთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც დრაფტის ექსპერტმა, ერიკ ფოსეთმა თავისი პროგნოზი შემოგვთავაზა. ჩვენთვის საინტერესოა, რომ ფოსეთმა საუკეთესო 60 ახალგაზრდას შორის სანდრო მამუკელაშვილიც დაასახელა და ივარაუდა, რომ „მამუს“ 42-ე ნომრად „დეტროიტ პისტონსი“ აირჩევს.

42-ე ნომერი - დეტროიტ პისტონსი - სანდრო მამუკელაშვილი

„თანამედროვე ცენტრი, რომელიც პროტოტიპული გაბარიტებითა და სისწრაფით გამოირჩევა, რაც პიკ ენდ როლის წინააღმდეგ დაცვაში წარმატებით თამაშის საშუალებას აძლევს. მამუკელაშვილი შეტევაში მრავალფეროვანია და ფართან ზურგით მყოფს, თავისი პასებით მეტოქის დაცვის განადგურება შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასაწყისში ამერიკულ პრესაში მამუკელაშვილს 2021 წლის დრაფტის ტოპ 50 კალათბურთელს შორის მოიაზრებდნენ, თუმცა „მარტის სიგიჟის“ შემდეგ ვითარება შეიცვალა. ბოლო პერიოდში „მამუ“ პროგრესის გზაზეა და რამდენიმე საათის წინ, Athletic-მა განახლებულ რეიტინგში იგი საუკეთესო 50 ახალგაზრდას შორის დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები