დინამო თბილისი v მაკაბი, დინამო ბათუმი v ბატე: სად ვუყუროთ მატჩებს
Aa
Aa

დინამო თბილისი v მაკაბი, დინამო ბათუმი v ბატე: სად ვუყუროთ მატჩებს

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" თბილისი ორი მატჩის ჯამში, ბაქოს „ნეფთჩის" წინააღმდეგ, ანგარიშით - 4-2 დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მისი მეტოქე „მაკაბი" (ისრაელი) იქნება. გია გეგუჩაძის „დინამო" ბათუმმა კი კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტრე პენე" ორი მატჩის ჯამში შთამბეჭდავი ანგარიშით - 7-0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე მეტოქეობას „ბატეს" (ბელარუსი) გაუწევს.

ორივე ქართული გუნდი კონფერენს ლიგის მატჩებს დღეს, 22 ივლისს გამართავს.

„დინამო" თბილისისა და „მაკაბის" მატჩი, დინამო არენაზე, სტარტს 20:30 საათიდან აიღებს. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შესაძლებელი იქნება სილქ უნივერსალის ეთერში. 

ბათუმში, ბათუმი არენაზე, 21:00 საათიდან დინამო" ბათუმისა და ბატეს" დაპირისპირება დაიწყება. მატჩის ტრანსლირებას აჭარის ტელევიზია გეგმავს.

საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობისთვის ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა 280 000 ევრო უკვე გამოიმუშავა, რასაც ასევე დაემატა  40 000 ევრო, რაც ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მგზავრობის ხარჯებისთვის გაითვალისწინა.

რაც შეეხება „დინამო" ბათუმს, აჭარულმა გუნდმა კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე 150 000 ევრო მიიღო ისევე, როგორც  „გაგრამ" და გორის  „დილამ".

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდები 350 000 ევროს მიიღებენ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შემოსავალი - 550 000 ევრო, ხოლო პლეი ოფის - 750 000 ევრო იქნება.

ფოტოები: „დინამო" თბილისი /„დინამო" ბათუმი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები