დეპაი:
Aa
Aa

დეპაი: "ბარსელონაში სწორ დროსა და სწორ ასაკში გადმოვედი"

„ბარსელონამ“ დღეს მემფის დეპაი წარადგინა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას გაიფორმა, თუმცა მისი პრეზენტაცია ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

მემფისი დღეს პრესის წინაშე წარსდგა და პირველი კომენტარიც გააკეთა:

„ვფიქრობ, ბარსელონაში სწორ დროსა და სწორ ასაკში გადმოვედი. მანჩესტერ იუნაიტედი, პსჟ და ლიონი დიდი გუნდები არიან, მაგრამ ბარსაში ყველაფერი განსხვავებულია.

მინდა, რომ ფორმა მალევე აღვიდგინო და სეზონი კარგად დავიწყო. კუმანი მოედანზე თავისუფლებას მომცემს, რაც ძალიან კარგი იქნება. ჩემი აზრით, გუნდს კარგად მოვერგები.

ქომაგები ჩვენგან საუკეთესოს ხილვას ელიან. ჩვენის მხრივ გუნდს ტიტულების მოგება გვინდა. რაც შეეხება ადაპტაციას, ბარსელონას სტილს ნიდერლანდებში ბავშვობიდანვე შევეჩვიე და ეს ყველაფერი დამეხმარება. ბლაუგრანას სტილი მიყვარს.

კუმანთან ერთად მიმუშავია და მისგან კარგი გამოცდილებაც მივიღე.

დიდი ამბიცია მაქვს. აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და ვფიქრობ, ისინი კარგად მიმიღებენ. მეც ის ადამიანი ვარ, ვინც მათ გრძნობებს გაუზიარებს“.

შეგახსენებთ, რომ დეპაიმ „ლიონის“ მაისურით 178 შეხვედრა გამართა და მის ანგარიშზე 76 გოლია. მემფისს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და „ბარსელონას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები