პირდაპირი რეპორტაჟი შეწყდა - რუსულმა არხმა უკრაინელთა გამოსვლა არ აჩვენა
Aa
Aa

პირდაპირი რეპორტაჟი შეწყდა - რუსულმა არხმა უკრაინელთა გამოსვლა არ აჩვენა

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ოლიმპიური თამაშების გახსნითი ცერემონიის, აღლუმის პირდაპირი რეპორტაჟისას უკრაინის დელეგაციის გამოსვლა არ აჩვენა. უკრაინის დელეგაცია სტადიონზე გამოვიდა, პირდაპირი რეპორტაჟი დროებით შეწყდა და უკრაინელთა ხილვის ნაცვლად რუსულ არხზე  მაყურებელმა რეკლამა იხილა.

ტელეკომპანიის პრესსამსახურმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ცერემონია 2 საათი მიმდინარეობს და მათ კომერციული ჩვენების განხორციელების უფლება აქვთ: ''აღლუმი ორი საათი მიმდინარეობს და კომერციული ვალდებულებების სრულად შესრულებისთვის რეკლამას ვაჩვენებთ''.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ტერიტორიის ანექსია მოახდინა, თუმცა ქვეყნების უდიდესი ნაწილი ყირიმის ტერიტორიას უკრაინის ტერიტორიად თვლის და რუსეთის მიერ აღნიშნული ტერიტორიის ანექსიას ეწინააღმდეგება. 

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში უკრაინის დელეგაციაში 155 სპორტსმენია.

ცხელი ამბები