Aa
Aa

"ქვეყანა შენით ამაყობს" - მაკრონი ლუკა მხეიძის მედალს გამოეხმაურა

ტოკიოს ოლიმპიადა დაიწყო და გულშემატკივრებმა საკმაოდ საინტერესო შეჯიბრებები იხილეს. ქართველებს, რა თქმა უნდა, ძიუდოისტების იმედი აქვთ. საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ -60კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლუკამ ნახევარფინალში ვეი იუნ იანს ვერ აჯობა, ხოლო ბირნჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სამხრეთკორეელი ჯინ ვონ კიმი იპონით დაამარცხა. ცნობისთვის, ლუკამ ნახევარფინალამდე ფრანსისკო გარიგოსი და არტიომ ლესიუკი გამოთიშა ასპარეზობას.

ლუკა მხეიძის ამ წარმატებას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა:

„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ჰუმანური ისტორიებია. საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ, რომელიც 2015 წელს ფრანგი გახდა, ტოკიოში პირველი მედალი მოიპოვა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია მისით ამაყობს!“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები