2 ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე ! - ჯავახაძისა და ბოლქვაძის ბრწყინვალე გამოსვლა
Aa
Aa

2 ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე ! - ჯავახაძისა და ბოლქვაძის ბრწყინვალე გამოსვლა

ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატს ბუდაპეშტი მასპინძლობს. ოქროს მედალი ლუკა ჯავახაძემ (48 კგ.) და არჩილ ბოლქვაძემ (80 კგ.) მოიპოვეს. ფინალში ლუკა ჯავახაძემ თურქი სერვეტ ანგი დაამარცხა, ხოლო ბოლქვაძემ წმინდად გააკრა ბეჭებზე რუსეთის წარმომადგენელი კამალუდინ მაგომედოვი.

ფინალამდე ლუკა ჯავახაძემ უკრაინელ კუტილს (5:1), რუს ბონდარს (7:6), ყაზახ აშრაპოვს (3:3) სძლია, ხოლო ბოლქვაძემ ყაზახი კორგანოვი (9:0), რუმინელი გორდანი (9:0) და აზერბაიჯანელი სამედოვი (8:0) ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა.

არჩილ ბოლქვაძის ფინალური დაპირისპირება

ლუკა ჯავახაძის გამარჯვება ფინალში

ანრი ფუტკარაძეს (65 კგ.) ოქროს მედლის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე იმედა ხუჯაძესთან დამარცხდა.

ასევე, თამაზ ღლონტმა (55 კგ) ინდოელი რუპინი 5-1 დაამარცხა და მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საერთო ჯამში, ქართველების ანგარიშზე 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები