სოლიდური და დამაჯერებელი - მამარდაშვილის 90 წუთი ვალენსიაში
Aa
Aa

სოლიდური და დამაჯერებელი - მამარდაშვილის 90 წუთი ვალენსიაში

''ვალენსიამ'' ამხანაგურ მატჩში ''კარტახენა'' 3:2 დაამარცხა. გამარჯვებულთა ქართველი ახალწვეული გიორგი მამარდაშვილი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. ''ატრომიტოსთან'' ჩატარებული მატჩის მსგავსად 20 წლის ქართველი მეკარე კვლავ დამაჯერებელი და სოლიდური იყო.

მამარდაშვილმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. გაშვებულ გოლებში მისი ბრალეულობა მიზერულია, ორივე შემთხვევაში ''ვალენსიას'' მცველები შეცდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ რამდენიმე ''სეივი'' შეასრულა, მათგან ერთი ყველასგან გამორჩეული იყო.

16 ივლისსAS-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მამარდაშვილი დახასიათებული იყო, როგორც საიმედო და სოლიდური მეკარე, რაც ''კარტახენასთან'' შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა.

''მამარდაშვილმა საიმედო თამაშით თანაგუნდელები გააოცა, ის მოედანზე სოლიდური იყო. მან ადაპტაცია პრობლემის გარეშე, საკმაოდ ადვილად გაიარა. ბორდალასი დილემის წინაშე დგას, რადგან სათამაშო წუთების მოპოვებისთვის ბრძოლის პერსპექტივა ქართველსაც აქვს''.

შეგახსენებთ, მამარდაშვილის დებიუტი ''ვალენსიაში'' 21 ივლისს შედგა, ქართველმა მეკარემ ბერძნული ''ატრომიტოსის" წინააღმდეგ მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა. 

''მამარდაშვილმა მეორე ნახევარი ითამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება, როგორც მის მიერ განხორციელებული სეივების, ისე თანაგუნდელებისთვის მითითებების მიცემის მხრივ დატოვა. რა თქმა უნდა, მისი ორი ბრწყინვალე სეივი, რომელთა წყალობითაც ვალენსიამ კარი მშრალად შეინახა მატჩში, რომელშიც მეტოქე გუნდმა ღამურების დაცვაში არსებული პრობლემებით ისარგებლა, ასევე შთამბეჭდავი იყო'' - წერდა levante-emv.com.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები