ტოკიო 2020 - ნინო სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია
ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ სამწუხაროდ 10 მეტრიანი დისტანცის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია.
ქართველმა მსრორელმა 567 ქულა დააგროვა და 53 მონაწილეში 31-ე ადგილი დაიკავა. ფინალურ ეტაპზე კი 8 მონაწილე გამოვა. საქართველოს მედროშეს ფინალამდე მხოლოდ 10 ქულა დააკლდა.
ლეგენდარული სპორტსმენი ტოკიოში მონაწილეობას 25 მეტრიან დისტანციაზე გააგრძელებს.
ნინო სალუქვაძე Asaka Shooting არენაზე 29 ივლისს დილის 4 საათზე გამოვა.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს დელეგაცია ანგარიშზე ჯერ-ჯერობით უმედლოდაა. გუშინ მედლებთან ყველაზე ახლოს სანდრო ბაზაძე იყო,რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კორეელ მოფარიკავესთან დათმო.