ტოკიო 2020 - ძალოსანმა შოთა მიშველიძემ მე-7 ადგილი დაიკავა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - ძალოსანმა შოთა მიშველიძემ მე-7 ადგილი დაიკავა

ტოკიოში მიმიდნარე ოლიმპიურ თამაშებზე შოთა მიშველიძემ მე-7 ადგილი დაიკავა. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა ჯამში 285 კგ. დაძლია.

მიშველიძემ ატაცში მხოლოდ ერთი მისვლა გამოიყენა და 130 კგ. დაძლია. შოთამ 134 და 135 კილოები ვეღარ შეასრულა.

აკვრაში კი ქართველმა სპორტსმენმა სამიდან ერთი მისვლა გამოიყენა და 155 კგ. დაძლია. 164 და 165 კილოები კი მიშველიძისთვის რთული გამოდგა.

ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ორი ძალოსანი იასპარეზებს. ანტონ პლესნოი 31 ივლის გამოვა,ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 4 აგვისტოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები