ჯინჯოლავა კადისში ფიზმომზადების მწვრთნელთან ინდივიდუალურად ემზადება
Aa
Aa

ჯინჯოლავა კადისში ფიზმომზადების მწვრთნელთან ინდივიდუალურად ემზადება

გიორგი ჯინჯოლავა, რომელიც ''საბურთალოდან'' ''კადისში'' ერთწლიანი იჯარით გადავიდა, ესპანეთში იმყოფებდა და ამ ეტაპზე ფიზმომზადების მწვრთნელთან ინდივიდუალურად ემზადება. 

21 წლის მცველმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ''კადისის'' სარეზერვო გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

ჯინჯოლავას ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს. მან 2019-20 წლების სეზონის პირველ ნახევარში დაახლოებით სამი თვე იჯარით ''ბენიდორმში'' გაატარა, რომელიც დაბალი ლიგის გუნდი იყო, თუმცა ფეხბურთელმა ესპანურ გარემოსთან ადაპტირების კუთხით მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა.

''საბურთალოს'' პრესსამსახურის ცნობით საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ესპანურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

21 წლის ნიჭიერ მოთამაშეს საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები