პირველი მედალი - ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის პრიზიორია
Aa
Aa

პირველი მედალი - ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის პრიზიორია

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოსიტი ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის პრიზიორია.

66 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტი იაპონელი ჰიფუმი აბესთან ვაზარით დამარცხდა.

პირველ წრეში ვაჟამ დაისვენა და მერვედფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ძიუდოისტს იაკუბ შამილოვს ვაზარით მოუგო.

მეოტხედფინალში მარგველაშვილმა ებრაელ ბარუშ შმაილოვს 2 ვაზარით აჯობა.

ნახევარფინალში კი ქართველმა ძიუდოსტმა უმძიმეს ბრძოლაში დამატებით დროში კორეელი ან ბოლი დაამარცხა.

შეგახსენებთ,რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე პირველი მედალია. ტოკიოს ტატამზე ძიუდო ხვალ გაგრძელდება და საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიაპრტელიანი იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები