Aa
Aa

"მეგონა საკმარისად კარგი არ იყო" - ბუფონი კიეზაზე

ჯანლუიჯი ბუფონმა ფედერიკო კიეზა მას შემდეგ შეაფასა, რაც ახალგაზრდა შემტევმა იტალიის ნაკრებს ევრო 2020-ზე ულიდერა და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

ლეგენდარული იტალიელი მეკარის თქმით, ის კიეზას თამაშით საკმაოდ გაკვირვებული იყო. „ჯიჯიმ“ მას განსაკუთრებული უწოდა.

Gazzetta dello sport ბუფონის სიტყვებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც ვეტერან კარის დარაჯს კიეზასი არ სჯეროდა. ჯანლუიჯის თქმით, როდესაც ფედერიკო იუვეში გადავიდა მას 23 წლის შემტევი არ მოსწორდა.

როგორც ჩანს, ბუფონმა აზრი შეიცვალა და ახლა კიეზაზე სულ სხვანაირად ფიქრობს.

„როდესაც ის „იუვენტუსში“ გადმოვიდა, ვფიქრობდი, რომ ის საკმარისად კარგი არ იყო. ამას გულწრფელად გეუბნებით. ევროპის ჩემპიონატზე ფედერიკომ დაუჯერებლად ითამაშა. ფინალში, ინგლისის წინააღმდეგ მისი შეჩერება შეუძლებელი იყო.

როდესაც ასეთ დონეზე თამაშობ, ვერავინ გაჩერებს და ასეთი კარგი ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლაც განსაკუთრებული ხარ.“

კიეზას გზა ვარსკვლავობამდე

ფედერიკომ პროფესიონალური კარიერა 2016 წელს „ფიორენტინაში“ დაიწყო. 153 ჩატარებულ შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. 2015 წლიდან იტალიის ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა. 2018 წლიდან კი მთავარ ნაკრებში გამოდის.

კიეზა „იუვენტუსს“ 2020 წელს შეუერთდა და სულ მალე საკვანძო ფეხბურთელად იქცა. გასულ სეზონში მან არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. სეზონი 9 გოლით და 9 საგოლე გადაცემით დაასრულა ეს ყველაფერი კი 33 ჩატარებულ შეხვედრაში.

დადგა ევროპის ჩემპიონატის დრო. კიეზამ მანჩინის ხელმძღვანელობით ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები