„ჩემ საქართველოს ვულოცავ
Aa
Aa

„ჩემ საქართველოს ვულოცავ" - მარგველაშვილის პირველი კომენტარი

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა, ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

66-კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი ძიუდოისტი იაპონელ ჰიფუმი აბეს წინააღმდეგ, ვაზარით დამარცხდა.

მიმდინარე ტოკიო 2020-ზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს პირველი მედალია.


ვაჟა მარგველაშვილის პირველი კომენტარი

სასურველი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლე, ჩემპიონობა მინდოდა, ამისთვის მზად ვიყავი, თუმცა ფინალში ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მსურდა.

მინდა, ჩემი მედალი ჩემ ოჯახს, გულშემატკივარს, მწვრთნელებს, ექიმებსა და ჩემ საქართველოს მივულოცო".


შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ტატამზე ძიუდო ხვალ გაგრძელდება, სადაც საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიაპრტელიანი იასპარეზებენ.

ტოკიო 2020

საქართველოს შემადგენლობა ოლიმპიურ თამაშებზე: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , ირაკლი რევიშვილი (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) , ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა).

პანდემიის გამო ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში სპორტის 11 სახეობაში 34 ქართველი ათლეტი იასპარეზებს. სულ, ოლიმპიადაზე მონაწილეობას 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე გაიმართება, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ტოკიოში ასპარეზობები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ცხელი ამბები