მამუკელაშვილი: ''NBA-ს დრაფტზე დაუფასებელი მოთამაშე ვარ''
Aa
Aa

მამუკელაშვილი: ''NBA-ს დრაფტზე დაუფასებელი მოთამაშე ვარ''

სანდრო მამუკელაშვილმა New York Post Sports-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა, თუმცა ყველაზე აქტუალური NBA-ს დრაფტია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქართველ მძიმე ფორვარდს NBA-ს კლუბი აირჩევს.

კითხვა: ''პოსტს, რომელშიც ეწერა, რომ NBA-ს დრაფტზე თქვენზე უკეთესი 30 კალათბურთელი არ არსებობს, დადებითად გამოეხმაურეთ.

სანდრო მამუკელაშვილი: ''ზედმეტად ამბიციური და ზედმეტად თავმომწონე პიროვნება არ ვარ, თუმცა დრაფტზე ერთ-ერთი დაუფასებელი მოთამაშე ვარ. ვფიქრობ, შემიძლია 30 კალათბურთელს შორის მოხვედრა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მომენტს მოუთმენლად, ძალიან აღელვებული ვხვდები. ჩემს ოჯახთან ერთად ვიქნები და ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებ. ყველას დავუმტკიცებ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარ, გამორჩეულთა შორის ყოფნას ვიმსახურებ''.

კითხვა: ''წარმოიდგინეთ, რომ NBA-ს ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელი ხართ. რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ?''

სანდრო მამუკელაშვილი: ''მე შრომისმოყვარე, თავმდაბალი, კონკურენუნარიანი მოთამაშე ვარ. ასევე, ვთვლი, რომ ბევრი კუთხით უნდა მოვუმატო. შემიძლია მოსმენა, რჩევების მიღება, შეცდომების გამოსწორება. ვცდილობ, ყოველდღიურად ვაჩვენო პროგესი და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ჩემპიონი გავხდები. მე ამისთვის ბოლომდე დავიხარჯები''.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასაწყისში ამერიკულ პრესაში მამუკელაშვილს 2021 წლის დრაფტის ტოპ 50 კალათბურთელს შორის მოიაზრებდნენ, თუმცა „მარტის სიგიჟის“ შემდეგ ვითარება შეიცვალა. ბოლო პერიოდში „მამუ“ პროგრესის გზაზეა და  Athletic-მა განახლებულ რეიტინგში იგი საუკეთესო 50 ახალგაზრდას შორის დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები