ტოკიოში აუტანელი სიცხეა - ესპანელმა ჩოგბურთელმა მზის დარტყმა მიიღო
Aa
Aa

ტოკიოში აუტანელი სიცხეა - ესპანელმა ჩოგბურთელმა მზის დარტყმა მიიღო

ესპანელი ჩოგბურთელისთვის, პაულა ბადოსასთვის ოლიმპიადა ცუდად დასრულდა. მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბადოსა ჩეხ მარკეტა ვონდროუშოვას დაუპირისპირდა და მატჩის შეწყვეტა მოუწია.

ესპანელმა ჩოგბურთელმა მზის დარტყმა მიიღო და თამაში ვერ განაგრძო. პირველი სეტის წაგების შემდეგ, მას ექიმების დახმარება დასჭირდა და კორტის ტერიტორია სავარძელ-ეტლით დატოვა.

Marca-ს ინფორმაციით, იგი თავს უკეთ გრძნობს და ჯერჯერობით უცნობია წყვილებში გამოსვლას შეძლებს თუ არა. ესპანური გამოცემა ჩეხი ჩოგბურთელის სიტყვებსაც ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ გაუსაძლისი სიცხის გამო თამაში ურთულესი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოლიმპიადაზე მოასპარეზე სპორტსმენმა მზის დარტყმა მიიღო. რამდენიმე დღის წინ, რუსმა მშვილდოსანმა სვეტლანა გომბოევამ გონება დაკარგა და მასაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები