ოფიციალურად - ბექა ბურჯანაძე ბეტისში ითამაშებს
Aa
Aa

ოფიციალურად - ბექა ბურჯანაძე ბეტისში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, ბექა ბურჯანაძე კარიერას „რეალ ბეტისში“ განაგრძობს. რამდენიმე წუთის წინ, სევილიურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და ბექას გაფორმება დაადასტურა.

„რეალ ბეტისმა და ბექა ბურჯანაძემ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, იგი მომდევნო სეზონში ჩვენს ღირსებას დაიცავს. ბექა უბრუნდება კლუბს, რომლის რიგებშიც ლიგა ენდესაში და ევროთასზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა“, - წერია „რეალ ბეტისის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სევილიური კლუბის ამჟამინდელი თავკაცი, ხოან პლასა ქართველ კალათბურთელს კარგად იცნობს და მის კარიერას თვალს აქტიურად ადევნებდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ბექას სათამაშო დრო მიეცემა და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ბურჯანაძეს სხვადასხვა დროს „მორაბანკ ანდორაში“, „გიპუსკოაში“ და „გრან კანარიაში უთამაშია. ბოლოს იგი „გრან კანარიას“ ღირსებას იცავდა და კლუბთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები